საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 25
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » დევიდ დაუნტონი - ცნობილი ილუსტრატორის ინტერვიუ
20:15
დევიდ დაუნტონი - ცნობილი ილუსტრატორის ინტერვიუ
რაში მდგომარეობს წარმატებული ილუსტრატორის საიდუმლო?
- ოსტატობაში, სივრცის კარგად გამოყენებასა და ძლიერ ნახაზებში.

დევიდ დაუნტონი - ცნობილი ილუსტრაციების შემქმნელის ინტერვიუ
(ინტერვიუს იღებს ერთ-ერთი ცნობილი მოდის კრიტიკოსი Tony Glenville)

დევიდ დაუნტონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრატორია, რომელიც ქმნის მოდურ ილუსტრაციებს 
ცნობილი ჟურნალებისა და ბრენდებისათვის, მას მაგალითად უმუშავია შემდეგ ბრენდებთან:Tiffany’s New 
York, SAKS 5th avenue, Chanel, Dior, Burberry, British Fashion Council. დევიდი გამოირჩევა თავისი 
ხედვით, მინიმალური სტილითა და სხვადასხვა სიტუაციების კარგად დაჭერით, მარტივად, იოლად 
გადმოცემით. უფრო ვრცლად დევიდის კარიერაზე, შემოქმედებაზე ინტერვიუთი გავიგოთ.

დევიდ დაუნტონი - ცნობილი ილუსტრატორის ინტერვიუ

როგორ გახდით ასეთი ცნობილი ილუსტრატორი ?
- იცით ძნელია ამაზე პასუხი, ეს არ მომხდარა დაგეგმის შედეგად. ეს მოხდა თავისთავად,
უცებ, მოულოდნელად. 15 წლის განმავლობაში ვხატავდი, ნახაზებს, ჩანახატებს ვაკეთებდი
და შემდეგ მოხდა ისე რომ დაინტერესდნენ ამით, პირველად ჟურნალ "Which Computer"-ისთვის
დავხატე ილუსტრაცია, ეს ჯერ კიდევ ადრეულ ოთხმოციან წლებში გახლდათ.

მოდით დაინტერესებული იყავით ?
- არა, დიდად დაინტერესებული მოდით არ ვყოფილვარ, თუმცა ისეთი ილუსტრაციები,
როგორებიც ჰქონდათ შემდეგ ილუსტრატორებს: Gruau, Antonio და Eric-ს ყოველთვის მომწონდა.

რას ხატავდით პირველად, თავიდანვე ილუსტრაციებს ?
- საერთოდ მთელი ბავშვობა ვხატავდი, თავდაპირველად არ ვქმნიდი მთლიან ნახატებს, ძალიან
მიყვარდა დიდ, თეთრ ქაღალდზე ძალიან უბრალო, მინიმალისტური მონასმების გაკეთება.

რამ გამოწვია თქვენი აქტივობა, მიდრეკილება მოდური ილუსტრაციებისადმი?
- რა თქმა უნდა იყო ამის რაღაც კონკრეტული მიზეზი. 1996 წელს მე ილუსტრატორის
სახელით გახლდით პარიზში, მოდის კვირეულზე. იქ სხვადასხვა ილუსტრატორები 
უსმენდნენ radio 4-ს სადაც მოდურ ჟურნალებსა და ილუსტრაციებზე იყო საუბარი.
მოკლედ რომ ვთქვათ პარიზმა ჩემზე კარგად იმოქმედა და დამაინტერესა მოდურმა
ილუსტრაციებმა. ჰოდა მეც ამას მივყავი ხელი..

რა ემოციები გქონდათ, როდესაც პირველად იყავით პარიზის მოდის კვირეულზე?
- ეს ნამდვილი საოცრება იყო. ამისთვის სრულიად მოუმზადებელი ვიყავი და იმდენი 
ემოცია დაგროვდა ერთდროულად! საოცრება გახლდათ.. ამდენი ცნობილი დიზაინერი,
ულამაზესი მოდელები.. გარემო.. ყველაფერი შთამაგონებდა რომ უნდა მეხატა, უნდა შემექმნა!

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდურ ილუსტრაციებში?
- ვფიქრობ მოდელის ტანი.. მისი დახატვა მართლაც ყველაზე შესამჩნვია და ამიტომაც
არის ის მნიშვნელოვანი. შემდეგ კი უკვე პროპორციები, ფერადი დეტალები. საერთოდ
მოდურ ილუსტრაციებს მაინც და მაინც არ უყვართ ასე ვთქვათ ბოლომდე შესრულებული
დახვეწილი ნახატები, მინიმალისტური ურჩევნიათ, თუმცა ხანდახან პირიქითაც ხდება.

მოდით, ვისაუბროთ თქვენი მუშაობის ხერხებზე.
- ეს ჩემთვის ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე საინტერესო პროცესია.
ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ როგორ არის განაწილებული 
ქაღალდზე ესა თუ ის ნახატი. ეს ყველაფერი სპონტანურად უნდა გამოიყურებოდეს,
სწორედ ამის შემდეგ ვიწყებ მუშაობას.

და რის მიხედვით არჩევთ ფერებს?
- რა თქმა უნდა თემატიკის მიხედვით, ასევე ვარ საღებავების არჩევაზეც.
ხანდახან მთლიანად აკვარელს ვიყენებ ხანდახან კი გუაშთან ერთად.

კონტურს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, რითი ხატავთ?
- ამ შემთხვევაში მე ვიყენებ შავ ინდურ მელანს.

რაში მდგომარეობს წარმატებული ილუსტრატორის საიდუმლო?
- ოსტატობაში, სივრცის კარგად გამოყენებასა და ძლიერ ნახაზებში.

რას იტყვით დღევანდელ, ახალ ილუსტრატორებზე?
- რთულია ამაზე საუბარი, თუმცა ვფიქრობ ნახევარზე მეტი მათგან საკმაოდ ინდივიდუალური
გამორჩეული და მონდომებულია. თუმცა კარგი იქნება ყველა მასე იყოს..

და ბოლოს.. ვის დახატვას ისურვებდით ?
- Sylvaana Mangano, Lee Miller, Audrey Hepburn, Josephine Baker, Ava Gardner, 
Edith Sitwell და ასე შემდეგ.. ეს სია ძალიან გრძელია.

კატეგორია: სხვა | ნანახია: 660 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024