საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 48
Block title
საათი

მთავარი » 2012 » მაისი » 27 » "ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
22:45
"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
ევროვიზია შვედეთმა მოიგო!

"ევროვიზია 2012", რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყანაში - აზერბაიჯანში, კერძოდ ბაქოში ჩატარდა დიდი დაძაბულობის შემდეგ შვედი მომღერლის - ლორენის (Loreen) გამარჯვებით დასრულდა. მან ფინალურ ტურში სიმღერით "Euphoria" 26 კონკურსანტს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება და 372 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ლორენს მიჰყვნენ რუსეთი 259, ხოლო სერბეთი 214 ქულით. აღსანიშნავია, რომ შვედი მომღერალი ლიდერობდა მთელი კონკურსის განმავლობაში. ჯერ კიდევ მე-2 ნახევარფინალში იგი პირველ ადგილზე იყო 181 ქულით და უსწრებდა სერბეთსა და ლიტვას, რომლებიც მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებდნენ.

წელს "ევორივიზიაზე" საქართველოდან გაემგზავრა ანრი ჯოხაძე, რომელმაც სიმღერით "I'm A Joker" ფინალში გადასვლა ვერ მოახერხა და სამშობლოში პრიზის გარეშე დაბრუნდა. ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ანრის!




შოუს შემდეგ ლორენს ჟურნალისტებისათვის მოუხდა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. აი რას ამბობს იგი იმაზე, თუ როგორ მიაღწია გამარჯვებას: "მეძინა ბევრი, ვჭამდი ბევრს და ვცდილობდი არ მეფიქრა ბევრი ჩემს გამოსვლაზე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ. შვედ აუდიტორიას კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ამ ტიპის შოუს მისცეს "ევროვიზიაზე" წარდგენის შანსი".

"ვიმედოვნებ, რომ "Euphoria", რაც შეიძლება დიდი ხნით დარჩება ხალხის გულში" - ამბობს ლორენი. "როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს ვერაფერს მივხვდი, თითქოს დრო გაჩერდა"...

ლორენმა თავის რუს კონკურენტებზე, "Buranovo Grannies"-ზეც ისაუბრა, რომელთაც მე-2 ადგილი დაიკავეს: 
"შოუს შემდეგ მათ მაჩუქეს თავიანთი ყელსაბამი, რომელმაც ძალიან გამახარა. ამ გამარჯვებას აუცილებლად ჩემებურად აღვნიშნავ: ხალხთან და მაგარ საჭმელთან ერთად. შემდეგ, რა თქმა უნდა ბევრს ვიძინებ"!


"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო
"ევროვიზია" შვედეთმა მოიგო

საბავშვო "ევროვიზიაზე" ამდენი წარმატების შემდეგ, ძალიან სამწუხაროა, რომ აქ ჩვენს კონკურსანტებს საპრიზო ადგილების დაკავება ძალიან უჭირთ. უდავოა, რომ ანრი ჯოხაძე ძლიერი ხმის ტემბრით გამოირჩევა, თუმცა აშკარად იკვეთებოდა ხარვეზები ცეკვის მხრივ. ისეთი დონის მოცეკვავის დახმარებით, როგორიც სალომე ჭაჭუაა, დამეთანხმებით, ბევრად უკეთესი შოუს დადგმა შეიძლება. 

კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 610 | დაამატა: adeishvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024