საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი დიზაინი?
სულ პასუხი: 10
Block title
საათი

მთავარი » 2012 » მარტი » 30 » Fashion Forecast: High-Low Hems
19:46
Fashion Forecast: High-Low Hems

Fashion Forecast: High-Low Hems

2012 წლის გაზაფხული/ზაფხულის ახალი მოდური ტრენდი - ეს არის High-Low Hems, ანუ კაბები გრძელი
დაბოლოებითა და წინა, მოკლე ნაწილით, რომელიც უფრო გამოკვეთს სხეულს. ამგვარი ტიპის კაბები გასული
სეზონების კოლექციებში მრავლად შეგვხვდა, Jenny Packham, Antonio Berardi, Emilio Pucci, DKNY-ს
კოლექციებში. 'ჰემლაინები' სელებრითების საყვარელი ტენდენციაცაა თბილი სეზონისათვის, მოდის
მოყვარულები კი გრძელი-მოკლე ტიპის კაბებს უკვე დიდი ხანია უპირატესობას ანიჭებენ.

ეს არის სტილი, რომელიც უფრო ნათლად გამოკვეთს თქვენს სხეულს, თუმცა მისი მორგებისას უნდა
გაითვალისწინოთ: აუცილებელია ლამაზი ფეხსაცმელი! რადგანაც მთავარი აქცენტი ჰემლაინის კაბის
მორგებისას კეთდება სწორედ ფეხსაცმელზე, ასევე აქსესუარზე. მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება,
თუ კაბას ქამრით გამოყოფთ.

მაილი საირუსი Jenny Packham-ის კაბაში

მომღერალმა წითელი ხალიჩისათვის გაზაფხულის შესაფერისი, სტაფილოსფერი კაბა აარჩია და თანაც
დაურთო მოდური ტრენდი High-Low Hems. კაბა კი უფრო მიმზიდველი დამატებითმა ეფექტმა, ქალის
თეთრეულის დეკორმა, ორნამენტებმა გახადა.

ბლეიკ ლაივლი Emilio Pucci-ის კაბაში

ბლეიკი იმ სელებრითთა შორისაა, რომლებმაც პირველად მოირგეს და სინჯეს ამგვარი სტილის კაბა.
ვარსკვლავმა აირჩია ლურჯი ფერის კაბა, გამოკვეთა სხეული, ხაზი გასუვა ფეხსაცმელს.

სელენა გომესი გოთიკური სტილის კაბაში

მომღერალმა გარდა იმისა, რომ ჰემლაინი აირჩია, მას გოთიკური ელემენტებიც დაურთო,
ამიტომ მისი კაბა საკმაოდ გლამურული გამოვიდა.

ბარ რაფაელი შავ/ლურჯ კაბაში

მოდელმა კაბა რამდენიმე ტონალობაში - ლურჯსა და შავში გარდამავალ ლურჯში გადაწყვიტა.
მისი უკანა ნაწილი კი საკმაოდ გრძელი აირჩია.

რუნი მარა High-Low Hems-ში

მსახიობი, რომლის სტილიც გენიალურია, არც მეტი არც ნაკლები, სწორედ ჰემლაინი აირჩია,
მოკრძალებული შავი ფერით, რომელიც როგორც მაღალქუსლიან ასევე კომფორტულ, დაბალ
ფეხსაცმელთანაც მშვენიერი იქნება.


დროა დიზაინერების მაგალითზეც, განვიხილოთ და ღრმად დავრწმუნდეთ ამ ტრენდის მოდურობასა
და გლამურულობაში. ამიტომ, ვიხილოთ Antonio Berardi-ს მიერ შემოთავაზებული High-Low Hems,
რომელიც დიზაინერმა მბზინავ, ვერცხლისფერ ტონში გადაწყვიტა.

ცნობილმა დიზაინერმა J. Mendel-მა გამოკვეთა ფეხსაცმელი და იმავე ფერის კაბის
უკანა ნაწილი, მისი დაბოლოება.

DKNY-ს ეს ვარდისფერი, ნათელი კაბა ზედგამოჭრილია ზაფხულისათვის, სანდლებთან,
აქსესუარებთან და ქუდთან ერთად.

დიზაინერმა Vera Wang-მა SS'12-ის კოლექციებში და კერძოდ, ამ ღია ვარდისფერ ლუქში, ერთდროულად გამოიყენა
ორი ტრენდი, როგორც პეპლუმი ასევე ზემოთ უკვე მრავალჯერ ხსენებული High-Low Hems.

დიზაინერთა შორის შედის Alexander McQueen, რომელმაც თავის ხელოვნების ნიმუშში სწორედაც
ჰემლაინი გამოიყენა. მოდის დედოფალმა ფლორენს ველშმა კი იგივე კაბა წითელ ხალიჩაზე მოირგო.

კატეგორია: Fashion | ნანახია: 431 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024