მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » გრემის დაჯილდოვება: ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსში
19:34
გრემის დაჯილდოვება: ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსში
როგორც ვიცით, გუშინ ლოს-ანჯელესში გაიმართა ყველაზე პრესტიჟული გრემის რიგით 54-ე დაჯილდოვება, სადაც ყველასთვის ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. სანამ დაჯილდოვება დაიწყებოდა სელებრითებმა წითელ ხალიჩაზე იპოზიორეს. იმის გამო, რომ სელებრითები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჰქონდეთ კარგი ჩაცმულობა და იყვნენ ელეგანტურად, გლამურულად და დახვეწილად შემოსილი. მაშ ასე, ვიხილოთ ვარსკვლავები ცნობილი დიზაინერების სამოსში.
ამერიკელი მომღერალი ალიშა კისი გრემის დაჯილდოვებაზე Alexandre Vauthier-ის შავ კაბაში იყო შემოსილი. ალიშამ კაბას ოქროსფერი აქსესუარი და Christian Louboutin-ის შავი ფეხსაცმელები შეუხამა და არაჩვეულებრივი ლუქი შექმნა.
ადელი, რომელიც ამ წლის გრემის დაჯილდოვების ნამდვილი ''გმირი'' იყო, ჯორჯო არმანის შავ კაბაში შემოსილი გახლდათ. ალიშას მსგავსად კი მანაც Christian Louboutin-ის ფეხსაცმელზე შეაჩერა არჩევანი.
პოპ მომღერალი რიანა კი საოცრად დახვეწილად გამოიყურებოდა. მან ჯორჯო არმანის ულამაზეს შავ კაბაზე შეაჩერა არჩევანი, ხოლო ფეხსაცმელები კი Christian Louboutin-ის კოლექციიდან აირჩია.
ჯესი ჯეი კი დაჯილდოვებაზე ბრიტანელი დიზაინერის Julien Macdonald-ის ვერცხლისფერ კაბით წარსდგა.
ამერიკელი მომღერალი კელი როულენდი დაჯილდოვებაზე Alberta Ferretti-ის ულამაზესი კაბით წარსდგა, რომელიც ყვავილოვანი ნაქარგებით იყო გაფორმებული.
კელი ოსბორნმა დაჯილდოვებაზე Tony Ward-ის კაბით წარსდგა, რომელიც დიზაინერის კუტიურის კოლექციიდან გახლდათ. მან კაბას Pomellato-ის სამკაულები და Giuseppe Zanotti-ის ფეხსაცმელები შეუხამა.
პერის ჰილტონი Basil Soda-ს თეთრ კაბაში იყო შემოსილი, რომელიც დიზაინერის 2012 წლის საგაზაფხულო კუტიურის კოლექციიდან გახლდათ.
ახალგაზრდა ქანთრი მომღერალი ტეილორ სვიფტი Zuhair Murad-ის ულამაზეს ოქროსფერ კაბაში იყო შემოსილი. ტეილორმა დაჯილდოვებისთვის პრადას ფეხსაცმელებზე და Neil Lane-ის სამკაულებზე შეაჩერა არჩევანი.
კერი ანდერვუდი Gomez-Gracia-ის თეთრი კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე.
კეიტი პერი არაჩვეულებრივი დიზაინერის ელი სააბის ულამაზესი კაბით წარსდგა წითელ ხალიჩაზე. ცისფერი კაბა დიზაინერის 2012 წლის საგაზაფხულო კუტიურის კოლექციიდან გახლდათ. კეტის კაბა გაფორმებული იყო წვრილი ქამრებით, ხოლო მის ლურჯ ვარცხნილობას კაბა საოცრად ერწყმოდა. კეტიმ თავის ლუქს ნორმან სილვერმანის ბრილიანტები და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები შეუხამა.
ფერჯიმ ჟან პოლ გოტიეს ულამაზეს ნარინჯისფერ, მაქმანებიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი. ხოლო ამ ნათელ კაბას მან Neil Lane-ის სამკაულები, Walter Steiger-ის ფეხსაცმელები და Judith Leiber-ის ულამაზესი კლატჩი შეუხამა.
ნიკი მინაჟი კი ვარსკვლავებიდან ყველაზე უგემოვნოდ გახლდათ შემოსილი. მან ვერსაჩეს წითელ ''კაბაზე'' შეაჩერა არჩევანი და ამ კაბით წითელ ხალიჩაზე წარსდგა.
როგორც ხედავთ, ამ წელს ნამდვილი ჰიტი იყო Christian Louboutin-ის ფეხსაცმელები, Neil Lane-ის სამკაულები და ჯორჯო არმანის კაბები. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი გამოკითხვაში