საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 48
Block title
საათი

მთავარი » 2012 » მარტი » 17 » კვირის საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Yahoo!-ს მიხედვით.
17:47
კვირის საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Yahoo!-ს მიხედვით.
კვირის საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები Yahoo!-ს მიხედვით.

Jennifer Hudson
არასდროს გვინახავს ჯენიფერ ჰადსონი ასე გლამურულად გამოწყობილი, როგორც ახლა, როდესაც მან ლას ვეგასში The Smith Center for the Performing Arts-ის გახსნაზე სცენა დაიკავა. მრავალმხრივი ნიჭის მქონდე არტისტმა- რომელმაც ჯანსაღი ფიგურა მოიხდინა და წონა დაკარგა- მშვენივრად წარმოაჩინა თავისი მრგვალი ფორმები Ralph & Russo Coutureკაბაში. ფორთოხლისფერი და ოქროსფერი საყურეებით, ვარდისფერი ტუჩსაცხითა და კლასიკური თმის ვარცხნილობით ოსკარის გამარჯვებულმა ნამდვილად ელეგანტური სტილი შეიქმნა.
This week's best-dressed stars- Yahoo!


Nina Dobrev
23 წლის ვარსკვლავი, ნინა დობრევიც საყვარლად გამოიყურებოდა შავ კაბაში. ვამპირის დღიურების მსახიობმა PaleyFest-ზე მისვლისთანავე მიიპყრო გარშემომყოფების ყურადღება თავისი რეიჩელ ზოს კაბითა და 1.100 დოლარადშეფასებული ჯიმი ჩუს ლეოპარდის პრინტით გაფორმებული ფეხსაცმლით. 

This week's best-dressed stars- Yahoo!This week's best-dressed stars- Yahoo!


Channing Tatum
ამასობაში კი, ჩენინგ ტატუმი ლოს ანჯელესში საკუთარი ახალი კომედიის 21 Jump Street-ის პრემიერას დაესწრო, რომელსაც უმარავი ფანი სულმოუთქმელად ელოდება. გიყვართ, თუ გეზიზღებათ, უნდა აღიაროთ, რომ იგი შესანიშნავად გამოიყურებოდა ნაცრისფერ კოსტუმში, ზოლიან პერანგსა და შავ ჰალსტუხში. 
This week's best-dressed stars- Yahoo!


Michelle Williams
მიუხედავად იმისა, რომ მის უილიამსის სტილის გრძნობამ გვიღალატა, როდესაც იგი ამერიკაში მერილინ მონროს შესახებ ახალ ფილმს უკეთებდა რეკლამას, მაგრამ იაპონიაში ამავე ფილმის სარეკლამო ტურისას იგი მაქქვინის საოცარ კაბაში გამოცხადდა, რომელიც ყველას ძალიან მოგვეწონა.
This week's best-dressed stars- Yahoo!This week's best-dressed stars- Yahoo!This week's best-dressed stars- Yahoo!



Nicole Richie
შეიძლება მისი ახალი შოუ Fashion Star პირდაპირ განადგურდა, თუმცა ნიკოლს საკუთარი გემოვნება, არასდროს ღალატობს! იგი არა მხოლოდ რეალითი- შოუ "ექსტრაში" ლიდერობს, არამედ Thakoon-ის მშვენიერ კაბასაც უჩვეულოდ იხდენს. ნიკოლმა კაბას ქამარი და საკუთარი დიზაინის ვერცხლისფერი ფეხსაცმელი შეუხამა. 
This week's best-dressed stars- Yahoo!



Mena Suvari 
იგი უკვე მეორედ მოხვდა ამ სიაში Alice + Olivia-ს კაბების გამო, "American Pie: Reunion." -ის ავსტრალიურ დებიუტზე ვარსკვლავი H. Stern-ის საყურეებს, ბრაიან არტვუდის წითელ ფეხსაცმელსა და ამავე ფერის ტუჩსაცხს იხდენდა.
This week's best-dressed stars- Yahoo!


Audrey Tautou
მიუხედავად იმისა, რომ მისი "აჩეჩილი" თმის ვარცხნილობა არ მოგვწონს, ოდრი შანელის თეთრ კაბაში შესანიშნავად გამოიყურება. ამელის ვარსკვლავი, რომელიც ასევე ფრანგული მოდის სახეცაა, თავს შავ ფეხსაცმელსა და ასევე შანელის სამკაულებში იწონებს თავს. 
This week's best-dressed stars- Yahoo!


Jessica Alba
ამ ლუქში მშვენივრად გამოიყურება, მას DVF-ს კაბა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი აცვია. 
This week's best-dressed stars- Yahoo!


Jennifer Lawrence
ჯენიფერის Prabal Gurung-ის ოქროსფერი კაბა ნამდვილად თვალის მომჭრელი იყო Hunger Games-ის პრემიერაზე, თუმცა ხალხის ნახევარი ფიქრობს, რომ კაბა ზედმეტად მორთული და გადამეტებული იყო. ჩვენი გუნდიც არაა დარწმუნებული ბოლომდე, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ მისი ამ სიაში შეყვანა. თქვენ რას ფიქრობთ?
This week's best-dressed stars- Yahoo!


Elizabeth Banks
ჯენიფერის კაბას კი ნამდვილად ვარჩიეთ ელიზაბეტის ლუქი ვერსაჩეს კაბასა და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელში. იგი იდეალურია!
This week's best-dressed stars- Yahoo!This week's best-dressed stars- Yahoo!


Miley Cyrus
ჩვენი რჩეული კი გახდა მაილი, რომელმაც ამავე ფილმის პრემიერაზე, თავად მთავარი მსახიობებიც კი დაჩრდილა თავისი თვლებით მორთული ემილიო პუჩის ორნაწილიანი შავი ხელოვნების ნიმუშით. შესაძლებელია, თქვენ სხვა, რომელიმე ლუქი მოგეწონათ, მაგრამ ჩვენ მაინც დისნეის ყოფილი ვარსკვლავისკენ ვიხრებით.
This week's best-dressed stars- Yahoo!
კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 519 | დაამატა: irina | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 milez-milez  
0
mileyi?

1 miley-milez  
0
miyvars es gogo dzaaan ulamazesia martlac

Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024