საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი დიზაინი?
სულ პასუხი: 10
Block title
საათი

მთავარი » 2012 » თებერვალი » 2 » lady gaga
21:27
lady gaga
lady gaga

მას მერე, რაც პოპ-ვარსკვლავმა გაიგო, რომ მისი პირადი მძღოლი მალე მამა გახდება, ბავშვის საფენების წლიური მარაგი შეიძინა. ასევე, ლედი გაგამ სახლში ერთი თავისუფალი ოთახის საბავშვოდ გადასაკეთებლად სპეციალურად დიზაინერებიც მოიწვია. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი ძალიან გულისხმიერი და კეთილი ადამიანია, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც მისთვის ძვირფასია. მისი ლონდონელი მძღოლი ხომ აგერ უკვე რამდენიმე წელია ერთგულად ემსახურება მომღერალს. ამიტომაც, როგორც კი გაიგო, რომ მძღოლი მალე მამა გახდება, მაშინვე შეუდგა მისთვის საჩუქრის ძებნას. თუმცა საჩუქრის პირადად გადაცემას ლედი გაგა ვერ მოახერხებს, რადგან საშობაოდ ის მშობლებთან, ამერიკაში იმყოფება. სხვათა შორის, ოჯახურ შეკრებას მომღერლის ბოიფრენდი, ტეილორ კინიც შეურთდება. სადღესასწაულო სადილი ხომ საუკეთესო მომენტია საცოლის მშობლების გასაცნობად?! აქვე შეგახსენებთ, რომ 2011 წლის გამოკითხვით Forbes-მა ლედი გაგა შოუ ბიზნესში წლის ყველაზე ძვირად ღირებულ ქალად დაასახელა. ასე რომ, ბავშვის საფენების ყიდვით მის საფულეს არაფერი შეეტყობოდა.
კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 451 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024