საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი დიზაინი?
სულ პასუხი: 10
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » ♦ მაღალქუსლიანი ♥
17:56
♦ მაღალქუსლიანი ♥
უკვე დათბა და გაზაფხული ნამდვილად დაეტყო სამყაროს. სულ მალე ლამაზი გოგონები მსუბუქ კაბებში გამოწყობილნი, მაღალ ქუსლებზე დაუბრუნდებიან სწრაფი ტემპისა და რიტმის ცხოვრებას.
♦ მაღალქუსლიანი ♥
არ არსებობს ისეთი ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთჯერაც არ ჩაუცვამს კოხტა, მაღალქუსლიანები. ეს მართლაც ასეა. მაღალი ქუსლი ფეხს უფრო თხელს ხდის და ასევე აგრძელებს ფეხის წვივს, რაც რა თქმა უნდა ჩვენ უფრო თავდაჯერებულს გვხდის. თუმცა, ყველა ჩვენთაგანმა იცის თუ რაოდენ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მაღალქუსლიანები.

ის ფაქტი, რომ მაღალი ქუსლი დამატებით ზეწოლას ახდენს ხერხემალზე, ჩვენთვის ცნობილია არა სხვადასხვა მონათხრობებიდან და სამედიცინო სტატიებიდან, არამედ ეს შევისწავლეთ ჩვენი პირადი გამოცდილებიდან. ბევრი სამუშაოდან დაბრუნებული ქალბატონი ცდილობს გადაინაცვლოს დაბალძირიან ფეხსაცმელებზე, მაგრამ როგორ იყვნენ ისინი , ვისთვისაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი- ერთგვარი უნიფორმაა?

საღმოობით ფეხი დასიებული გვაქვს და ხშირ შემთხვევებში ძალიან გვტკივა. სხვაგვარი პრობლემები, რომელიც მაღალი ქუსლის მოხმარების შემდგომ გვაწუხებს არც თუ ისე სახარბიელოა: თითების გაბრტყელება, შეშუპებული ქუსლი, ზურგის ტკივილი და მუხლის ოსტეოართრიტი. 
♦ მაღალქუსლიანი ♥

მაგრამ დღეს ეს არ არის ჩვენი თემა!. გვინდა გესაუბროთ და გავიხსენოთ ყველა ის ხრიკები და ეშმაკობა რაც მაღალქუსლიანებთანაა დაკავშიირებული.
პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შეძენის დროს, ეს სტაბილურობაა. პრაქტიკულად, ნებისმიერი ახალი ფეხსაცმელი იწვევს დისკომფორტს და ტერფის დაზიანებას. სასურველია მოვიზომოთ ფეხსაცმლის რამოდენიმე მოდელი, რათა იქნას ამორჩეული ყველაზე მოსახერხებელი ზომა.

თუ თქვენთვის კომფორტული ფეხსაცმელი დიდი ზომისაა და მასში ფეხს თავისუფლად გრძნობთ, მაშინ შესაძლებელია ფეხსაცმლის უკანა ნაწილში ჩავაგოთ თხელი ტყავი.
♦ მაღალქუსლიანი ♥

თუმცა თუ თქვენ ძალზედ მოგეწონათ კონკრეტული ფეხსაცმელი და მისი დიდი ზომა არ მოიძებნება, ეს ნუ დაგაბრკოლებთ და შეგაშინებთ - შეგიძლიათ შეიძინოთ ისინი, მგრამ იმისთვის რათა შესაძლებელი იყოს მასში კომფორტულად სიარული, ფეხსაცმლის მონაკვეთი უნდა იქნას გაჭიმული. ამისათვის არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახლის პირობებშიც.
♦ მაღალქუსლიანი ♥

აპარატურას შესწევს ძალა საკუთარი ძალის გამოყენებით გაჭიმოს თქვენი ფეხსაცმელი:
♦ მაღალქუსლიანი ♥

მთელი დღე მაღალ ქუსლებზე სიარული შეუძლია მხოლოდ ნამდვილ ქალს! რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ქალები არ არიან "სუსტი" სქესის წარმომადგენლები.
ამაზე მე ყოველთვის ვიხსენებ ჩაის რეკლამას: ლამაზი ქალი მაღალქუსლებზე შემდგარი მიდის ქუჩაში, გარჩემო მას ყველა დიდი ენთუზიაზმითა და გაოცებით შეჰყურებს, მაგრამ საკმარისია მან გადაკვეთოს საკუთარი სახლის ზღურბლი, ის მაშინვე იცილებმს მაღალქუსლიანებს და უფრო კომფორტულ ფეხსაცმელს იცვამს.



ასე რომ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ფეხსაცმელი უფრო კომფორტული გახდეს, ამისათვის სხვადასხვა კომპანიებმა მოიფიქრეს ერთგვარი ხრიკები

1. თუ თქვენ საყვარელ ფეხსაცმელებს საყრდენი ძალზედ მოლიპული აქვს და თქვენ ცდილობთ დაფაროთ ისინი ბამბის ხავერდით, მაშინ თქვენთვისაც მოიძებნება ამ სიტუაციიდან გამოსავალი. - წებოვანი რეზინის ძირები. ისინი ძალზედ თხელია და მჭიდროდ ეკრობა ფეხსაცმლის საყრდენს. 
ეს დაგეხმარებათ იაროთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელებში ყოველგვარი საფარის დახმარების გარეშე
♦ მაღალქუსლიანი ♥

2. თუ თქვენი ფეხსაცმლის საყრდენი დაქექილია, მაშინ თქვენ დაგეხმარებათ ჯადოსნური წებოვანი ბალიშები. ისინი ძალიან რბილებია და მათი გამოყენება ყოვლად უსაფრთხოა.
♦ მაღალქუსლიანი ♥

3. თუ სანდალს აქვს ძალიან ბევრი თასმა, რომელიც მტკივნეულად ეკრობა თქვენს კანს, მაშინ ამ პრობლემის მოგვარებაც არ არის რთული. მსხვილი ლენტების ყიდვა თქვენ შეგიძლიათ ფეხსაცმლის აქსესუარების ნებისმიერ ონლაინ მაღაზიებში. მათ ასევე გააჩნიათ წებოვანი და მკვრივი ზედაპირი. ის ამავდროულად მყარად იცავს ფეხს შიგნიდან.
♦ მაღალქუსლიანი ♥

4. უფრო მეტი კომფორტისა და მყუდროობისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი თხელი და რბილი ლანჩა. მისი საშუალებით თქვენ იგრძნობთ კომფორტს საოცრად მაღალ ქუსლზეც კი. ხოლო თქვენი ფეხსაცმელი აღარ დაიწყებს ძველებურად "კბენას"
♦ მაღალქუსლიანი ♥

5.თქვენთვის ალბათ ნაცნობია ამდაგვარი პრობლემები: დაბზარული მოსაპირკეთებელი ფილები, გადატეხილ ქუსლში ჩარჩენილი ჭანჭიკები. უსიამოვნო შეგრძნება ასფალტზე სიარულის დროს.
მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დატოვეთ, High Heeler-ის მცირე აქსესუარის დახმარებით.
ეს არის პატარა დანართი, რომლის წამოგება შეიძლება ქუსლის წვეროზე. მისი დახმარებით თქვენ მიიღებთ იმ შედეგს რომელიც ასე გსურდათ
♦ მაღალქუსლიანი ♥
♦ მაღალქუსლიანი ♥

6. ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი ხრიკი! საგანგებო შემთხვევების გამო თქვენ თან ყოველთვის უნდა გქონდეთ თხელძირიანი ბალეტკები, რომლის სახელწოდებაა Roll - up shoes და ფეხსაცმლის ჩანთა. ეს არის ჩვეულებრივი ბალეტკები, მაგრამ ძალიან თხელი, თქვენ მისი ყუთში ჩადება და ჩანთით ტარება შეგიძლიათ. მას არ დაეთმობა დიდი სივრცე ვინაიდან აქვს ძალიან პატარა მოწყობილობა.
♦ მაღალქუსლიანი ♥

ექსპერტები ირწმუნებინ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არასოდეს დათმობს თავის პოზიციას და რადგან ასეა, მოდით გადავხედოთ სპეციალისტების რეკომენდაციებს და ვისწავლოთ სწორად სიარული ექსტრემალურ ფეხსაცმელზე.
აღმოჩნდა, რომ არსებობს მაღალქუსლიანებზე სიარულის მთელი მეცნიერება.
დააფიქსირეთ თქვენი პოზა - გამართული ზურგი, გასწორებული მხრები, - ნიკაპია მიმართულია წინ. ვაკეთებთ ნაბიჯებს - მუხლებს არ ვკეცავთ, ნელ-ნელა გადაგვაქვს წონა ქუსლებზე, ხოლო შემდეგ, სწრაფად და შეუფერხებლად ფეხის თითებზე. ვდგამთ ფეხს ერთ ხაზზე, ისე რომ თითებს ჰქონდეთ თავისუფლება. კიბეებზე გადავაადგილდებით შემდეგნაირად: ასვლისას ნაბიჯს ვდგამთ ერთდროულად ფეხისგულითა და ქუსლით. ხოლო ჩამოსვლისას მივენდოთ მხოლოდ ფეხისგულს.
♦ მაღალქუსლიანი ♥

იტალიელებმა მოიფიქრეს ისეთი ტექნიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალს, მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით თავისუფლად გადაადგილდეს. ეს არის მიმართულება აერობიკაში სახელად "სტილეტო". ინსტრუქტორები ამბობენ, რომ "სტილეტო" ასწავლის არამხოლოდ მაღალქუსლზე სწორად სიარულს, არამედ ქმნის გრაციოზულ და მოხდენილ სიარულს, ხსნის ტრამვას და აძლიერებს თავდაჯერებულობას.

პროგრესი არ დგას ერთ ადგილას . როგორც ჩანს, მომავალში გამოვა ისეთი მოწყობილები , რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ წუსლებზე სიარულს და მის ადაპტირებას. სწორედ იმათთვის ვინც აფასებს სილამაზეს.
 
♦ მაღალქუსლიანი ♥

კატეგორია: სხვა | ნანახია: 1008 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024