საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 25
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 1 » ნაწყვეტები მაილის წიგნიდან მე–4 ნაწილი
21:40
ნაწყვეტები მაილის წიგნიდან მე–4 ნაწილი
ს ა ხ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ
ჩემს სახეს ექიმი ესაჭიროებოდა და დერმატოლოგს მივაკითხეთ. მასზე დიდ იმედებს ვამყარებდი. ვიცოდი, რომ ეს ლოს ანჯელესი იყო. აქაურმა ექიმებმა ყველა ჯადოსნური ხერხი იციან და მომენტალურად შეუძლიათ მსახიობებს უზადო გარეგნობა დაუბრუნონ. მეგონა სწრაფად მომარჩენდნენ, მაგრამ ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა.
თუ როდესმე გქონიათ აკნე, გეცოდინებათ, რომ მისი სწრაფად მოშორება შეუძლებელია. ექიმის კაბინეტიდან საშინელ ხასიათზე გამოვედი. დედამ მითხრა:''ყოველ დილით გაქვს არჩევანი: შეგიძლია მთელ სამყაროს გაუბრაზდე, ან არაფერს მისცე უფლება ნერვები მოგიშალოს. ეს პრობლემა მუდმივად არ გექნება. შენ მის დაძლევაზე მუშაობ. მსოფლიოში უარესი პრობლემებიც არსებობს.'' ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება დედამ ბებიასაგან ისწავლა. ბებია ყოველთვის ამბობს:' რაც ხდება, ყველაფერს უკეთესობა მოაქვს. დედის დარიგებაზე თვალები ავატრიალე. ჩემი გარეგნობა №1 პრობლემა მეგონა მსოფლიოში. დედა მარწმუნებდა, რომ მსგავს სიტუაციაში იყო ჩემი თანატოლების უმეტესობა. მე არაფრის მოსმენა არ მრნდოდა.
''ჰანა მონანას'' მეორე სეზონის ბოლო ნაწილი კოშმარული იყო ჩემთვის. გადასაღებ მოედანზე არავის ველაპარაკებოდი. დაღვრემილი დავდიოდი, ხშირად ვიგვიანებდი.
არავის ვეუბნებოდი რას განვიცდიდი. ერთხელ რეჟისორის თანაშემწემ თქვა: სად არის მაილი? ეს არ არის ჩვენი მაილი. იგი მართალი იყო. ეს მე არ ვიყავი. მე მას მოვუყევი ჩემი კანის შესახებ. თურმე ადრე მასაც ქონია აკნე. ირგვლივ მიმოვიხედე და მივხვდი,რომ აქ ყველას აქვს პრობლემების დაძლევის თავისი ისტორია. მივხვდი, რომ პრობლემების მიუხედავად, ადამიანები აგრძელებენ ცხოვრებას.
სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან დაკავებული ვიყავი. საკონცერტო ტურნე მელოდა და სისულელეებზე ფიქრის დრო აღარ იყო. სულ ვცეკვავდი და გვიანობამდე ვმუშაობდი. დღისით ეს მშველოდა, მაგრამ საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებოდი, საკუთარი თავის ზიზღი მიბრუნდებოდა. მე პერსპექტივა
დავკარგე....








კატეგორია: BooK * | ნანახია: 489 | დაამატა: milez-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024