საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 48
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 27 » როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?
17:15
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?



როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ? 
გავეცნოთ 10 ყველაზე გავრცელებულ თეორიას ამის შესახებ.

მართლაც უამრავი აზრი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ დაამთავრებს ჩვენი სამყარო,
დედამიწა არსებობას. ქრისტიანული რელიგიის მიხედვით დედამიწის აღსასრულს მეორედ
მოსვლა ეწოდება და მისი ზუსტი თარიღი არავინ იცის, მაგრამ რა ხდება და რა აზრები 
ჩნდება ამ დროს მსოფლიოში? განსხვავებული რელიგიის და კულტურის მქონე ხალხისთვის?
გავეცნოთ 10 ყველაზე გავრცელებულ თეორიას იმის შესახებ თუ რითი განადგურდება პლანეტა.

1. ბირთვული ან ბიოქიმიური იარაღი

დღეს-დღეობით ძალიან ბევრ სახელმწიფოს აქვს ბირთვული იარაღი, რომელიც უმთავრესად
წარმოადგენს ყველაზე საშიშ იარაღს მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა სახელმწიფოებში
ურთიერთობა ხანდახან მკვეთრად იძაბება, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი მათ შორის ომი
დაიწყება არცაა გამორიცხული, რომ ამ სახელწმიფოებმა ბირთვული იარაღი გამოიყენონ.
თუკი ასე მოხდება მეცნიერების აზრით სწორედ ეს გახდება დედამიწის, კაცობრიობის დასასრული.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

2. გენური ინჟინერია

მეცნიერება იმდენად წინ წავიდა რომ მეცნიერები აქამდე წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს
არ ერიდებიან და ადამიანების კლონის შექმნასაც კი ცდილობენ გენეტიკური კოდების 
საშუალებით. ამიტომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ მსგავსი ადამიანის შექმნისას 
დაირღვეს მისი ფსიქიკა და მთლიანად ადამიანის ფსიქოლოგია და მოგვევლინონ
ე.წ. მუტანტი-ადამიანი, რომლებიც ცხოველებს დაემსგავსებიან.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

3. უცხოპლანეტელები დედამიწაზე

ბევრს ჯერა უცხოპლანეტელების, ბევრსაც არა. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ
სამყაროს დასასრული მაშინ მოხდება, როდესაც უცხოპლანეტელების მფრინავი
ობიექტი შემოიჭრება დედამიწაზე. უცხოპლანეტელებს კი საკმარისი საშიში იარაღი 
ექნებათ იმისთვის, რომ ძალიან მალე გაანადგურონ მთელი კაცობრიობა!
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

4. ასტეროიდის მოსალოდნელი საფრთხე

კოსმოსში უამრავი ასტეროიდია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დედამიწას
დაეცეს და იმ შემთხვევაში თუ ის გიგანტური აღმოჩნდება გაანადგუროს კიდეც პლანეტა.
NASA დღემდე ცდილობს ამ პრობლემის გადაჭრას და ცდილობს დედამიწის გადარჩენას
იმ საფრთხისგან, რომელიც მათი აზრით გარდაუვალია.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

5. მაგნიტური ველი

დედამიწას აქვს მაგნიტური ველი, რომელშიც ამ ბოლო დროს შეიმჩნევა ხოლმე 
ცვლილებები და ეს უკიდურესად საშიშია პლანეტისთვის. სწორედ ამ ცვლილებებმა 
შეიძლება გამოიწვიოს დედამიწის დაღუპვა - ასე ფიქრობენ მეცნიერები.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

6. დედამიწის ღერძი

დედამიწა მზისგან იმდენად არის დაშორებული, რომ არც ძალიან ცივა და არც ძალიან
ცხელა და ჯერ-ჯერობით შენარჩუნებულია ზომიერი ტემპერატურა, თუმცა დედამიწის
ღერძის გადახრაზე საუბარი ახლაც მიმდინარეობას და ახლაც არ წყდება კამათი ამ 
თემაზე. ღერძის გადახრა კი რა თქმა უნდა ძალიან დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

7. გამყინვარება

მეცნიერები ფიქრობენ რომ დედამიწას მალე მოევლინება ის საშინელება, რასაც
გამყინვარება ჰქვია. ისინი იმასაც ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გარდაუვალია.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

8. აფეთქებები მზეზე

ყოველდღიურად მზეზე ათასობით აფეთქება ხდება. ჩვენ ვერ ვიგებთ ამის ხმას იმის
გამო, რომ ვაკუუმში ბგერის ტალღების სიხშირე არ ვრცელდება. სინამდვილეში ეს
აფეთქებები აღწევენ დედამიწის ატმოსფერომდე და აზიანებენ ყველაზე მნიშვნელოვანს - 
ოზონის სფეროს, რომელიც მზის სხივებისგან იცავს ჩვენს პლანეტას და რომელიც 
დღეს-დღეობით ძალიან დაზიანებული და შეცვლილია ათასი მიზეზის გამო.

როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

9. მზის სიკვდილი

ყველა ვარსკვლავი ასრულებს საბოლოოდ სიცოცხლეს და მზეც ვარსკვლავია ამბობენ 
მეცნიერები და თვლიან რომ რამოდენიმე მილიონი წლის შემდეგ მზე მართლაც მოკვდება.
ალბათ აღარცაა იმის თქმა საჭირო რომ მზის გარეშე არსებობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?

10. ღმერთი ოდესმე გადაწყვეტს ამას..

საბედნიეროდ არიან მეცნიერები, რომლებიც თვლიან რომ ყველაფერი ისევ და ისევ
ღმერთზეა დამოკიდებული. რელიგიურად სწორედ ეს თვალსაზრისია ბევრგან 
გაზიარებული, მათ შორის საქართველოში. არავინ იცის ზუსტი თარიღი და დრო,
არავინ იცის რითი რა მოხდება და როდის.. ან სად.. შეიძლება მზეც კი მოკვდეს და 
გამყინვარებაც კი მოხდეს, თუ ღმერთმა ინება. ასე რომ საბოლოოდ მივდივართ იმ
დასკვნამდე, რომ ყველაფერი იწყება ღმერთით და მთავრდება ღმერთით. იმ 
აღსასრულისთვის კი, რასაც ქრისტიანობა მეორედ მოსვლას უწოდებს, საზოგადოება
და მორწმუნე ადამიანები ყოველთვის ემზადებიან. ეს მზადება გამოიხატება
ღვთის პატივისცემაში და უფრო და უფრო ეკლესიური ცხოვრების წესის დაცვაში...

როგორ დაასრულებს დედამიწა არსებობას ?
 
კატეგორია: სხვა | ნანახია: 566 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024