საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 25
Block title
საათი

მთავარი » 2012 » თებერვალი » 12 » სელენა მაილის ბაძავს?
15:59
სელენა მაილის ბაძავს?

სელენა გომეზი მაილი საირუსს ბაძავს?--მაილი საირუსი ''ჰანა მონტანას'' შემდეგ თავისი იმიჯით ყველას უმტკიცებს, რომ პატარა გოგონას სტატუსს სამუდამოდ ემშვიდობება. მან ამისათვის არაერთხელ მოირგო ბიუსტჰალტერი თუ გამომწვევი სამოსი, პლიუს რამდენიმე სერიოზულ ფილმში ითამაშა. მაილის სერიალთან ერთად უკვე სელენას ''Wizards of Waverly Place''-ს გადაღებებიც დასრულდა, რის შემდეგაც გომეზმა ისევე როგორც საირუსმა ''მონტე კარლოში'' ითამაშა... თვალი გადავავლოთ აგრევე სხვა შესამჩნევ მსგავსებებსაც მაილი ''ჰანა მონტანას'' დასრულების შემდეგ უფრო მეტად ჩაერთო თავის მუსიკალურ კარიერაში, ზუსტად ისე როგორც ამას ახლა სელენა აკეთებს. გომეზმა მაილის მსგავსად ჩაწერა მრავალი სიმღერა და სულ მალე მისი ახალი ალბომის პრემიერაც იქნება. ამას გარდა, ''The Last Song''-ში შესრულდა მაილის სიმღერები, ისევე როგორც ''Monte Carlo''-ში გვხვდება სელენას სიმღერები.ასტინ ბიბერთან დაწყვილების შემდეგ სელენა გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ჯასტინი მისი პატარა ძმა იყო, მანამ სანამ ინტერნეტში მათი სასიყვარულო ფოტოები გამოჩნდა. ზუსტად ასე იყო მაილისა და ლაიამ ჰემვორტის შემთხვევაში... ამას გარდა 2010 წელს მაილი სრულიად შეცვლილი იმიჯით დაესწრო ''Much Music Awards''-ს, ზუსტად იმავე კი სელენამ 2011 წელს გაიმეორა... ეს უბრალოდ ფაქტებია. მათ მიხედვით კი თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ - ბაძავს სელენა მაილის თუ არა? ესეც რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სელებრითი საერთოდ გაინტერესებთ...Selena Gomez-ი Miley Cyrus-ს ბაძავს? მაილი საირუსი სელენა გომეზზე უფრო ადრე გახდა დისნეის მსახიობი და როდესაც ჩვენს ეკრანებზე სელენა გომეზიც გამოჩნდა, მან თქვა, რომ ისინი დამეგობრდნენ და მაილი საირუსს არასოდეს მიბაძავდა, მაგრამ არის თუ არა ეს მართლაც ასე? ყოველთვის ჩანდა, რომ სელენა გომეზს მოსწონდა მაილი საირუსი, როგორც მომღერალი და ხშირად მღეროდა მაილის სიმღერებს, რომლებსაც ის სერიალ "Hannah Montana"-ში ასრულებდა.ეს ყველასთვის ძალიან კარგი და მისაღები ფაქტი იყო, რადგან ორ ჩვენს საყვარელ დისნეის ვარსკვლავს ერთმანეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობა და სიყვარული ჰქონდათ. მართალია, მაილი არც თუ ისე დიდ ინიციატივას იჩენდა და არ საუბრობდა სელენას ვოკალურ მონაცემებსა თუ მათ მეგობრობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასე ჩანდა, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ და ფოტოებზეც ხშირად ერთად ჩნდებოდნენ:მაგრამ მოგვიანებით, რაღაც შეიცვალა. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, სადაც სელენა გომეზს მაილი საირუის მაგავარი, უფრო სწორად კი, ზუსტად ისეთი მაისური ეცვა. ბოლოს გაირკვა, რომ ფოტო სადაც ამ მაისურით მაილი იწონებდა თავს უფრო ადრე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, ვიდრე სელენა გომეზის, ამიტომ ჩათვალეს, რომ ის მაილის ბაძავდა, რადგან ეს, ასე ვთქვათ, ფაქტი იყო:მის შემდეგ, ისინი საზოგადოებაში კიდევ, თითქმის, ერთნაირი სტილის წითელი მაისურებით გამოჩდნენ, მაგრამ ეს მაისური იმ დღეს მაილი საირუსს დილით ეცვა, როდესაც სერიალ Hannah Montana-ს გადაღებებზე მიდიოდა, ხოლო სელენა გომეზს იმავე დღის შეუადღეს:უფრო მოგვიანებით კი სელენა გომეზი დაჯილდოებებზე მაილი საირუსის მაგვარი ვარცხნილობებით ჩნდებოდა:იმ დროს, მათი საერთო მეგობრები ამ ფაქტებს იმით ხსნიდნენ, რომ მათ უბრალოდ ერთმანეთის მსგავსი გემოვნება ჰქონდათ და მიბაძვა არაფერ შუაში იყო. მათი თქმით, სელენასა და მაილის გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა არა მხოლოდ ტანისამოსთან, არამედ ბიჭებთან დაკავშირებითაც. ეს ფაქტი მალე დამტკიცდა! მაილი საირუსის შემდეგ, სწორედ სელენა გომეზი ხვდებოდა ნიკ ჯონასს:მაგრამ ეს მაშინ იყო, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არასწრულნოვნები იყვნენ, როდესაც ერთმანეთს რაღაცით ჰგავდნენ და მათი შედარება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ისინი უკვე სრულწლოვნები არიან და ერთმანეთს საერთოდ აღარ გვანან. ისინი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მღერიან, სხვადასხვა ტიპის ფილმებში თამაშობენ, სრულიად განსხვავებული იმიჯი აქვთ, როგორც მაგალითად კრისტინა აგილერასა და ტეილორ სვიფტს, ბრიტნი სპირსსა და ალიშა კეისს... და ამიტომ მიკვირს, რატომ ადარებენ საქართველოში მათ კიდევ ერთმანეთს!








კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 655 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 CrAzY_:::  
0
selena mailis ar badzavs ubralod mat ertnairi gemovneba aqvt mxolod esaaa da es

1 CrAzY_:::  
0
miley-milez sheni deda movtyan shen googo cota ver xar dedamotynuli sheni mteli sanatesao motyan gogo nu akopireb siaxleeebs da jereserti es moparuli siaxlea da es shen moipare fu sheni deda sheveci me

Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024