პეპი ბარსელონას მე–14 ტიტულით დაემშვიდობა! 25 მაისს, მადრიდში "ვისენტე კალდერონზე" სამეფო თასის ფინალი გაიმართა ბილბაოსა და ბარსელონას შორის. გოლები თამაშში უხვად გავიდა გორკა ირაისოსის კარში - უკვე პირველ 25 წუთში ყველაფერი გარკვეული იყო, პედრომ დუბლი შეასრულა თამაშის წინ "ბარსას" ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ გუარდიოლა ტრიუმფით გაცილებას იმსახურებდა და ასეც მოხდა.პეპმა ბარსელონური კარიერა მე-14 ტიტულით დაასრულა, ზუსტად 3 წლის წინ, პეპმა გუნდს პირველი ტიტული მოუპოვა,როცა თასის ფინალში "ბილბაო" 4:1 დაამარცხა. "ბარსელონამ" ესპანეთის თასი 26-ედ მოიგო.
პეპის გაცილება! სანამ ფინალი გაიმართებოდა 'ბარსელონას' ფეხბურთელებმა შესანიშნავი გაცილება მოუწყვეს ხოსეპ გუარდიოლას.ბარსელონა ესპანიოლის შორის დაპირისპირებაში ბარსამ 4:0 იმარჯვა, კატალონიურ დერბიში მესიმ პოკერი მიითვალა.გამარჯვება და გოლები კი პეპს მიუძღვნა.