საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 25
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » ვივიენ ლი
15:13
ვივიენ ლი
ვივიენ ლი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი მსახიობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად თეატრში თამაშობდა, მაინც აქვს ორი ოსკარი მოპოვებული.
მის ვარსკვლავურ კარიერას თითქმის ყველა იცნობს, ახლა კი მინდა ვივიენის ცხოვრებაზე, მისი და მისი მეუღლის ურთიერთობასა და მსახიობის გარდაცვალებაზე გავამახვილო ყურადღება.

ვივიენ ლი


ვივიენი სულ რაღაც 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მოახერხა მოეპოვებინა ყველა დროის უნიჭიერესი მსახიობის სახელი. ალბათ ყველამ კარგად იცის "ქარწაღებულნი", როლი რომელმაც საყოველთაო აღიარება და სიყვარული მოუტანა მსახიობს.
ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე ვივიენი დღეში 4 კოლოფ სიგარეტს მაინც ეწეოდა, მაშინვე გრძნობდა, რომ მისთვის ეს ცხოვრების როლი იყო.
თუმცა ლის ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი იყო თეატრი. 30 წლის განმავლობაში იგი სცენის ნამდვილ დედოფლად იქცა. მონაწილეობდა შექსპირისა და ბერნარდ შოუს სპექტაკლებში,
სწორედ თეატრში შეხვდა თავის მომავალ ქმარ ლოურენს ოლივერს, რომელიც ვივიენის რამოდენიმე სპექტაკლის რეჟისორი იყო.
ვივიენ ლი

ვივიენი მანამდე ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. იგი 19 წლის ასაკში ინგლისელ ადვოკატს გაჰყვა ცოლად, რომელიც მის საყვარელ მსახიობ ლესლი ჰოვარდს ძალიან ჰგავდა. ამ ქორწინებამ 12 წელი გასტანა. 1940 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ამავე წელს ვივიენ ლი ცოლად ლოურენს ოლივერს გაჰყვა. მათი ქორწილი სანტა ბარბარაში გაიმართა და ესწრებოდნენ მხოლოდ მეჯვარეები, მათ შორის იყო კეტრინ ჰეპბერნიც.
ვივიენს სურდა რომ მეუღლესთან ერთად ეთამაშა ჰიჩკოკის ფილმში "რებეკა", ამიტომაც მივიდა სინჯებზე, თუმცა როლზე არა ლი, არამედ ჯოან ფონტანა დაამტკიცეს.
სცენაზე წყვილს რამოდენიმე საერთო როლი ჰქონდათ. ამ ტანდემს კრიტიკა არ დაჰკლებია, რაც ალბათ უფრო ლოურენსის ბრალი იყო. 
ვივიენ ლი

1944 წელს ვივიენი მოგზაურობდა აფრიკაში, სადაც გახდა ავად და დაუსვეს ტუბერკულიოზის დიაგნოზი. ამასთან ერთად ლიმ აღმოაჩინა, რომ იყო ფეხმძიმედ, თუმცა მუცელი მოეშალა, რამაც მსახიობი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. ერთი წლის შემდეგ იგი კვლავ გამოჩნდა კინოში და შეუერთდა "ცეზარის და კლეოპატრას" გადაღებებს, თუმცა ამ პერიოდის ფილმები ვივიენისთვის წარმატების მომტანი არ აღმოჩნდა.
1961 წელს ლოურენსის და ლის წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ლოურენსმა ცოლად ჯოან ფლოურაითი მოიყვანა და გაშორების მიზეზად იმ პრობელემებს ასახელებდა, რაც ვივიენის ავადმყოფობამ მოიტანა.
ვივიენ ლი

ვივიენი სიკვდილის დღემდე ინახავდა ლოურენსის სურათს და მას "ლედი ოლივერს" უწოდებდნენ.

თუმცა 1958 წელს მან უკვე დაიწყო ჯეკ მერვილთან შეხვედრები, რომელიც ვივიენს სიკვდილის უკანასკნელ დღემდე გვერდში ედგა. 1967 წლის 7 ივლისის ღამეს მერვილმა შინ მძინარე ვივიენი დატოვა და როცა უკან დაბრუნდა, ნახა, რომ საძინებლის იატაკზე მსახიობი უსულოდ იწვა. ჯეკმა სიკვდილის ამბავი ვივიენის ყოფილ მეუღლეს, ლოურენსს შეატყობინა, რომელიც მალევე გაჩნდა ლის სახლში, ქალის საწოლთან მუხლი მოიყარა და ბოდიში მოუხადა მას. ამის შემდეგ მერვილს დაეხმარა კიდეც ვივიენის დაკრძალვის საკითხების მოგვარებაში. 
ვივიენ ლი

ვივიენ ლი

ვივიენ ლის ერთადერთი შვილი დარჩა პირველი მეუღლისგან.

ვივიენ ლი
კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 1064 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024