საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 25
Block title
საათი

მთავარი » 2012 » მაისი » 18 » ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
12:33
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
18 წლის ბიჭი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია!

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-ის მაისის თვის ნომრის რუბრიკის "100 Celebrity"-ში მოხვდა და ჟურნალის გარეკანიც დაამშვენა.უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გამომუშავებული 108 მილიონი ამერიკული დოლარით ბიბერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. უკეთესი წარმოდგენა რომ შეგვემქნეს მის ბიუჯეტზე ჯობს გადავხედოთ მის წარმატებასა და სხვადასხვა პროდუქციის გამოშვებით გამომუშავებულ კოლოსალურ თანხებს: ბიბერს აქვს გაყიდული 15 მილიონი ალბომის ეგზემპლარი, გამომუშავებული აქვს 150 მილიონი მსოფლიოს ორი ათას ქვეყანაში ჩატარებული კონცერტებით, მისმა ფილმმა "Never Say Never" გამოიმუშავა 30 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ პრემიერაზე და ჯამში 100 მილიონი. ჯასტინის სუნამომ "Someday" პირველ 6 თვეში მომღერალს 60 მილიონი დოლარი მოუტანა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯასტინი თანხის ძალიან დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავდა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამომუშავებული თანხა 108 მილიონს შეადგენს, რითაც ის "ფორბსის" გარეკანზე მოხვედრას უთუოდ იმსახურებს!

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვისჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

"ფორბსის" ფორმატიდან გამომდინარე სტატია ჯასტინის კარიერასა და ფინანსებზე იყო. როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ბიბერის ცხოვრებაში უამრავი რამ შეიცვალა. "მე მყავს ბიზნეს მენეჯერი" -თქვა ბიბერმა 2011 წლის "გრემის" დაჯილდოვებაზე. დღეს კი ის ამბობს: "მე ვიღებ ზარებს ყოველკვირეულად ჩემი მენეჯერისა და ჩემი ადვოკატისგან. ყოველ კვირას ვიგებ რაღაც ახალს ჩემს ბიზნესსა და კარიერაზე". 
მიუხედავად ამხელა შემოსავლისა და წარმატებისა ჯასტინი კვლავ ის მხიარული, სულელი და უშუალო თინეიჯერია. ის, თუ როგორ აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა ჯასტინი "იუთუბზე" უკვე ლეგენდაა და აღარავის სჭირდება ამის შეხსენება:"გინდათ მკითხოთ როგორ დაიწყო ყველაფერი? არა, არ გვინდა ეს შეკითხვა" - წუხს ბიბერი.

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვისჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

ჯასტინი გაიზარდა სტრატფორდში, ჩრდილოეთ ტორონტოში. დედამისი 18 წლის იყო, როდესაც გააჩინა ჯასტინი და გაზარდა თავისით ძალზე რთულ პირობებში. "ყვითელი აბურძგნული ხალიჩები... და გვყავდა თაგვები" - იხსენებს ჯასტინ ბიბერი, ვარსკვლავი, რომელსაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ სასტუმროში შეუძლია დაისვენოს. ყვითელი აბურძგნული ხალიჩებიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ წითელ ხალიჩებამდე გზა საკმაოდ რთული იყო."ეს იყო სიგიჟე ჩემთვის, რადგან არასდროს წარმომედგინა რომ ეს შესაძლებელი იყო. მე ვცოხვრობდი იმდენად პატარა ქალაქში, რომ არც კი ვიცოდი თუ სადმე ხდებოდა ასეთი
რაღაცები"
 - იხსენებს ჯასტინი. 

ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის

ჯასტინი წარმატებისთვის სიცოალურ მედიას დიდ მადლობას უხდის. "მედია დამეხმარა ჩემი კარიერის განვითარებაში. ინტერნეტისა და "იუთუბის" გარეშე არ მექნებოდა საშუალება მიმეწვდინა ჩემი მუსიკა ხალხისთვის". მისი წარმატება აქ არ სრულდება. სულ მალე დაიწყება ჯასტინის ახალი მსოფლიო ტური "Believe", რომელიც 80 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული და ყველა კონტინენტს მოიცავს, ანტრაქტიდის გარდა. ახალი ტური ხალხს ჯასტინს უფრო მომწიფებული და ჩამოყალიბებული სახით გააცნობს. "ეს არ არის ცვლილება, ეს უბრალოდ მრავალი გახსნილი კარია" - ამბობს მომღერალი. "უკვე ვცდილობ შევქმნა მუსიკა, რომელიც ცოტათი უფრო მომწიფებულია და რომელიც მოეწონება ყველა ასაკის ხალხს. რა თქმა უნდა ამით მე არ ვცდილობ დავკარგო ახალგაზრდა ფანები"

ბევრ ადამიანს ადარებენ ჯასტინს, მაგრამ თავად მომღერალი არავის ასახელებს თავის შთაგონების წყაროდ გარდა მაიკლ ჯექსონისა. "თითო ადამიანი იყიდდა მაიკლის 20 დისკს და არ ნანობდა ამას იმიტომ, რომ ის იყო გენიოსი". - ამბობს ის.


ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
ჯასტინ ბიბერი "Forbes"-სთვის
 
კატეგორია: ვარსკვლავები ART | ნანახია: 550 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024