საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი დიზაინი?
სულ პასუხი: 10
Block title
საათი

მთავარი » 2012 » აპრილი » 4 » ჯასტინ ბიბერს სასმარტლოში უჩივიან
21:10
ჯასტინ ბიბერს სასმარტლოში უჩივიან
ტვიტერში გამოქვეყნებული უწყინარი განცხადება შესაძლოა ჯასტინ ბიბერს ძვირი დაუჯდეს. მომღერალს სასამართლოში ცოლ-ქმარი უჩივის. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოზარდების კერპმა სოციალურ ქსელში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც ბოლო ორი ციფრი აკლდა და მკითხველებს მასთან დარეკვისკენ მოუწოდა, მათი რიცხვი კი არც მეტი, არც ნაკლები 19 მილიონია. ბიბერთან საუბრის მსურველები, რა თქმა უნდა, სხვაგან ხვდებოდნენ და ტეხასელ წყვილს უკავშირდებოდნენ, რომლის ნომერი ჯასტინისგან სწორედ იმ ორი ციფრით განსხვავდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა პოსტი მალევე წაშალა, ცოლ-ქმარმა კენტმა და დილიმ ათასამდე ადამიანის ზარს უპასუხა. ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტებს ბიბერმა შეწუხებისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კ ენტსა და დილის სასამართლოს გადაწყვეტილებით სურთ ჯასტინი აიძულონ, რომ მათი კუთვნილი ონლაინ-ბიზნესის განვითარებისთვის ვარსკვლავმა თანხა გაიღოს, რომლის ოდენობაც ჯერ ცნობილი არ არის. თუ ამერიკელები შეძლებენ სასამართლოს მოგებას, აღნიშნული ფულადი კომპენსაცია კანადელი მომღერლის ფინანსებს ბევრს ვერაფერს დააკლებს. არც ისე დიდი ხნის წინ, ბიბერმა კალიფორნიაში დიდი სახლი შეიძინა, რომელშიც 6 მილიონი ძალიან უბრალოდ გადაიხადა. ჯასტინის მეზობლად სტივენ სპილბერგი და ბრიტნი სპირსი იცხოვრებენ. 

(ვაი ამათ პატრონს)
კატეგორია: Stars/ვარსკვლავები | ნანახია: 439 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 Gaga_Monster  
0
fuu britney spears-i :@:@

Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024