საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ვარსკვლავი მოგწონთ?
სულ პასუხი: 48
Block title
საათი

მთავარი » 2012 » მაისი » 18 » ✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე
13:22
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე

♪Amy winehouse - Love is a losing game



ჩვენ ყოველდღიურად ვეცნობით ახალ ახალ ადამიანებს, ძირითადად კი ეს სხვადასხვა სოცილაურ ქსელებში ხდება.. ადამიანთა ხშირი ურთიერთობა და პაემანები ქორწინებით სრულდება, ზოგი ნაცნობობა კი მალევე დავიწყებას ეძლევა. მე კი ამ სიახლეში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ფაქტებს პაემნებსა და გაცნობაზე.

⋆ქალები, რომლებიც ანთავსებენ ფოტოებს ინტენეტში მეგობარი მამაკაცების შეძენის მიზნით, იღებენ იმაზე ორჯერ მეტ შეტყობინებებს, ვიდრე ისინი ვინც ამას არ აკეთებენ.
⋆მამაკაცები, რომლებთაც მითითებული აქვთ, რომ მათი შემოსავლის წყარო შეადგენს 250 000 $ დოლარს, მათ მიმართ ქალების ინტერესი 156%-ით იზრდება, იმათთან შედარებით ვისაც შემოსავალი ამაზე 5 ჯერ ნაკლები აქვს.
⋆შეყვარებული წყვილების უმრავლესობა ჩვეულებრივ 6-იდან 8 პაემნის შემდეგ ამყარებენ ინტიმურ ურთიერთობებს 
⋆ყველაზე გავრცელებული დრო წყვილების განშორებისთვის არის 3 -5 თვე ერთმანეთის გაცნობიდან
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე

⋆ყოველი მესამე მოზარდი პაემანზე ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი
⋆გაცნობის საიტებზე, ყოველი მეათე "ყალბი" კითხვარი (ანკეტა), შექმნილია თაღლითების მიერ.
⋆ სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მარტოხელა მშობლების 92% რჩება სიცოცხლის ბოლომდე ეული.
⋆ ონლაინ გაცნობის ინდუსტრია გამოიმუშავებს 1.8 მილიარდ დოლარს წელიწადში.
⋆ათი, სამსახურში გაცნობილი ადამიანებიდან, ოთხი ურთიერთობას ამთავრებს ახლო ინტიმური კავშირითა და ქორწინებით.
⋆სოციალურ ქსელში მამაკაცები ყველაზე მეტად შიშობენ გაიცნონ "მსუქანი" მანდილოსანი
⋆ამერიკელი მწერლის, ენი პროულის თქმით, ინტერნეტ სივრცეში მამაკაცების 3% არის ფსიქოპათოლოგი, რომელთა შორის ზოგი შეიძლება იყოს სერიული მკვლელი.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ბედნიერება "გადამდებია", იმიტომ რომ ძალზედ რთულია თავი აარიდო უბედნიერეს ადამიანთან გაცნობას.
⋆ონლაინ გაცნობის სამყაროში, ქალებს ყველაზე მეტად აშინებთ, მოძალადე სერიული მკვლელის გაცნობა.
⋆ დაახლოებით, მამაკაცთა 40 % არის თავდაუჯერებელი თავის თავში, ქალთან პირველად შეხვედრამდე.
⋆ მორიგმა კვლევამ დაადასტურა, რომ სკოლა, კოლეჯი, კაფე და სავაჭრო ცენტრი - არის შესანიშნავი ადგილი ფლირტის გასაბმელად, იმიტომ რომ ადამიანთა თავშეყრის ადგილზე პიროვნება ხდება უფრო კომუნიკაბელური. რესტორნები და კინოთეატრები ნაკლებ საშუალებას იძლევა ხალხს გაცნობისთვის.
⋆ ბიჭები თავს არიდებენ ისეთ გოგოსთან შეხვედრაზე, რომელსაც ჰყავს "ხმაურიანი" სამეგობრო და კამპანია.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ კვლევამ "სხეულის ენა" გამოავლინა ის ორგანოები, რომლებიც თამაშობენ მნიშვნელოვან როლს გაცნობაში (მაგალითად ესენია: მუხლები, ფეხის წვივი და კისერი) და აქვს პირდაპირი ზეგავლენა მასზე
⋆თუ გსურთ გოგონას დაინტერესება ან გაცნობა, მაშინ მასთან საუბარში მისი სახელი უნდა წარმოთქვათ სულ მცირე ორჯერ.
⋆პირის ღრუს უსიამოვნო სუნი და ცუდი კბილები წყვეტს გაცნობის ყოველგვარ გაგრძელებას. თუ საფუძვლიანი წმენდა არ გიგვარებთ პრობლემას, მაშინ ეს ყოველივე გამოწვეულია საჭმლის მოსანელებელი სისტემის ზეგავლენით. - ამიტომ სასურველია დროულად მიმართოთ ექიმს.
⋆ადამიანის სხეულის აგებულება თამაშობს მნიშვნელოვან როლს გაცნობაში. ზედმეტი წონა აღიქმება უფრო უარესად, ვიდრე ძალიან გამხდარი ან კუნთოვანი ტიპის სხეული.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ ათი მიზეზი, რომელიც აშინებს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცთან გაცნობისას: უსუფთაო ფეხის და ხელის ფრჩხილები, მეტეორიზმი (ანუ გაზები), არასაკმარისი კბილები, სხეულის მძიმე ოფლის სუნი, პირის ღრუს არასასიამოვნო სუნი, თმიანი ნესტოები, სულელური სათვალე, და არაფორმალური თმის ვარცხნილობა.
⋆როდესაც მამაკაცი პირველი უახლოვდება ქალს, მისი პირველადი შთბეჭდილების 55% გარეგნობისა და სხეულის საფუძველია, 38 % დამოკიდებულია მისი საუბრის სტილზე და მხოლოდ 7 % დამოკიდებულია იმაზე, რასაც რეალურად ლაპარაკობს.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე

⋆თუ თქვენ ხედავთ ქალების შეჯგუფებას, სადაც თითოეული მათგანი გამომწვევად და იდუმალად გიყურებთ, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ეძებენ მამაკაცებს. თუ სავარაუდოდ, ერთი ქალბატონი გამოეყოფა და მამაკაცისკენ მოდის, ეს იმას ნიშნავს რომ დაიწყო "ნადირობა". ხოლო როდესაც ქალბატონები ერთად სხედან და ხითხითებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც წესი ისინი დაინტერესებული არ არიან მამაკაცით.
⋆თუ გოგონა დაინტერესდება ბიჭით, მაშინ ის იწყებს მის ხუმრობებზე სიცილს, საკუთარ თმებზე თამაშს, წითლდება უსაფუძვლოდ, ბერავს ტუჩებს ან ჭმუხნის სახეს, ბორძიკით ლაპარაკობს ან წევს თავს პარტნიორის მხარეს.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ნიშნები იმისა, რომ გოგონა არ ინტერესდება ყმაწვილით: ის თავს არიდებს ვიზუალურ კონტაქტს, ყალბად ან საერთოდ არ იღიმება, პასუხობს ერთმარცვლიან სიტყვას, ხშირად უყურებს საათს, "მიშტერებულია" ერთ წერტილზე.
⋆ხანგრძლივი პაემნების მოყვარულების ექსპერტების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა დაურეკოს გოგომ/ბიჭმა მას პაემნის შემდეგ. როგორც წესი, ყველაზე იდეალური დრო - 2-4 დღით მოცდა და შემდეგ დარეკვაა, მაგრამ არაუმეტეს ამ დღეებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თქვენ იგნორირებას დაუწყებთ თანამოსაუბრეს, იგი იქნება სასოწარკვეთილებაში ან უბრალოდ დაგივიწყებთ.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ თუ გოგონა ბიჭს არ პასუხობს 2 სატელეფონო ზარის შემდეგ, ეს იმის მანიშნებელია რომ გოგოს არ აინეტერესებს ყმაწვილი.
⋆ქალმა შესაძლოა გაზარდოს იმის ალბათობა, რომ მამაკაცები დაინტერესებულები არიან მისით, თუ ის ხელებით, სწორად დაიწყებს ჟესტუკულაციას და გულწრფელ სიცილს.
⋆იტალიური სამზარეულო - არის ყველაზე პოპულარული ტიპის რესტორენი, პირველი პაემნისთვის.
⋆86 ცოლმოყვანილ მამაკაცზე მოდის 100 გაუთხოვარი ქალი, მიუხედავად ამისა რეალური ციფრები განსხვავდება თითოეულ ქვეყანაში.
✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე


⋆ინტერნეტით გაცნობილ ადამიანთა დაალხლოებით 48% ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათი დაშორება ასევე მოხდა ვირტუალურ სივრცეში მომხდარი უთანხმოებების გამო . 
⋆მარტოხელა ადამიანთა 50% 2 წლის განმავლობაში არ დადის პაემანზე.
⋆ზოგიერთ კაფეში სპეციალურად კიდებენ დამატებით სარკეებს, რათა შეიქმნას მეგობრული, სასიამოვნო და რომანტიული გარემო გაცნობისთვის.
⋆ინტერნეტით გაცნობა, ხშირად შეიცავს ინფორმაციას (კონკრეტული ადამიანის შესახებ) სადაც გამოქვეყნებულია აღწერა იმისა, თუ რა უყვარს, როგორ ატარებს თავისუფალ დროს და რომელია მისი საყვარელი წიგნი. ეს ფაქტია იმათთათვის ვინც პირველადაა ინტერნეტში.

✌ ფაქტები პაემანსა და გაცნობაზე
კატეგორია: love story | ნანახია: 859 | დაამატა: miley-milez | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 CrAzY_:::  
0
fu ra goimobaaa cota rame sex-zec daweret vaaa

Name *:
Email:
Code *:
პროფილი

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]

Copyright MyCorp © 2024