<< სქაი სტრეიკი ჟურნალ Elle-ის აპრილის ნომრისთვის >>
ავსტრალიელი ტოპ მოდელი სქაი სტრეიკი, ფოტოგრაფმა ქეით ჯონსმა ჟურნალ Elle-ის რუსული გამოცემის აპრილის ნომრისთვის გადაიღო. სტილისტმა დარია ანიჩკინამ მოდელს ლუი ვუტონის, ბლუმარინის, ვიქტორ ენდ როლფის, ბასილ სოდას და ვალენტინოს ღია ფერის, რომანტიკული სამოსი მოარგო. ვიზაჟისტმა პატრისია მორალესმა სქაის მაკიაჟი სამოსის შესაბამისი, რომ ყოფილიყო მშვიდ ფერებში გადაწყვიტა. ვარცხნილობაზე კი მარიანა ვარიელნოვამ იზრუნა. ფოტოსესიის სახელწოდება: ladies only