მთავარი » 2012 » მაისი » 10 » თბილისის ახალი სავაჭრო ცენტრი “Tbilisi Mall”
18:12
თბილისის ახალი სავაჭრო ცენტრი “Tbilisi Mall”
თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "Tbilisi Mall”_ი გაიხსნამ რომელიც სიდიდით სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრად ჩაითვალა. "Tbilisi Mall” 7 აპრილიდან უკვე იღებს პირველ მყიდველებს, თუმცა სავაჭრო ცენტრი არ არის დასრულებილი.გახსნის დღეს სავაჭრო ცენტრში 16 მაღაზია ამოქმედდება, აქედან 6 „ინდიტექსის" ბრენდს წარმოადგენს: Zara, Bershka, Stradivarius, Massimo Dutti, Pull and Bear, Oysho.
„თბილისი მოლს" ეტაპობრივად შეემატება სხვა მრავალი ცნობილი მსოფლიო ბრენდი და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მათი მომსახურებით. მაღაზიების გარდა ასევე მრავლად იქნება წარმოდგენილი კაფე-რესტორნები, ბავშვთა და უფროსთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრი 5 კინოდარბაზით.
ცენტრი სრული გახსნისთვის აღჭურვილი იქნება ყველა თანამედროვე და საჭირო მომსახურებით: ბანკები, სწრაფი გადახდის ტერმინალები, სერვის ცენტრები, ინტერნეტი, ასევე ავტოსადგომი 3000 ადგილით და სხვა.